24 წლის ბათუმელი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა

29 აგვისტო 2019, 12:11 4268 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.  მსჯავრდებული,  სალომე ზურაბიშვილმა 5 წლის შემდეგ შეიწყალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის ღამეს პოლიციელი კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა მას თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

სამივე ინსტანციამ დევაძე დამნაშავედ სცნო და მას 2015 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დევაძის ერთ-ერთი ადვოკატის შეფასებით, პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. დავით ჯაფარიძის მტკიცებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულმა პოლიციელი განზრახ მოკლა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა და მისთვის სასამართლოს მხოლოდ სამი წელი უნდა მიესაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დევაძის ოჯახთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მათ ტელეფონი გამორთული აქვთ.

პოლიციელის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი პირი, ბესიკ მამულაძე, ის ხულიგნობის მუხლით გასამართლდა და 2015 წელს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

ინფორმაცია თავდაპირველად გაზეთმა ბათუმელებმა გაავრცელა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი