''პარტნიორებთან ერთად ვქმნით მომენტს, როცა მომავალში ტერიტორიების აღდგენა იქნება შესაძლებელი'' - არჩილ თალაკვაძე

29 აგვისტო 2019, 15:04 1143 ნახვა

ოკუპაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობს, ცხელი ხაზის მექანიზმს იყენებს და ყველა შესაძლებელ ღონისძიებას ატარებს, რათა ოკუპაცია, მისი შედეგები და ყოველდღიური გამოვლინება რაც შეიძლება მეტად იყოს შეკავებული და შეჩერებული. 
 

მისივე თქმით, მთავრობის გრძელვადიანი ამოცანაა მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ეს პრობლემები.

თალაკვაძე ამბობს, რომ  საქართველო ყველა საერთაშორისო დღის წესრიგში აყენებს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ და სხვა საკითხებზე, შვედ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში