უკვე რამდენიმე კვირაა საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად საუბრობს მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე მთავრობაში

28 აგვისტო 2019, 18:05 1282 ნახვა

უკვე რამდენიმე კვირაა საპარლამენტო ოპოზიცია აქტიურად საუბრობს მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე მთავრობაში. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მამუკა ბახტაძე გიორგი გახარიამ ან მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს, დღეს ოპოზიციის მხრიდან ოთარ დანელიას კანდიდატურაც დასახელდა.

ასევე ამბობენ, რომ თანამდებობაზე დაბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ ის მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს ჩაანაცვლებს.

სამთავრობო გუნდი საკითხის შეფასებისგან თავს იკავებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ სამთავრობო ცვლილებებით ქვეყნისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან გადაწყვეტილების მთავარი მიმღები ბიძინა ივანიშვილია.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში