ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები იტალიაშია

31 აგვისტო 2016, 00:00 4350 ნახვა

ქვიშის ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ევროპის საკვალიფიკაციო თამაშებში პირველად მიიღებს მონაწილეობას. თამაშები იტალიის ქალაქ ჩესელოში გაიმართება. გუნდი უკვე გაემგზავრა ტურნირზე. პირველი შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის ნაკრებთან გამართავს, რომელიც ძლიერ კონკურენტად მიიჩნევა. სულ ევროპის 28 გუნდი იასპარეზებს. საქართველოს გუნდის წევრები ერთთვიან მომზადებას გადიოდნენ. ევროპის საკვალიფიკაციო თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საგზური ქვიშის ფეხბურთის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფასგან და საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციისგან მიიღო.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში