მასწავლებლებს ანაზღაურება ოქტომბერში გაეზრდებათ - მინისტრი

27 აგვისტო 2019, 16:48 885 ნახვა

ახალი სასწავლო წლიდან, მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ. საქართველოს განათლების მინისტრი ამბობს, რომ ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი 150 ლარით მეტს მიიღებს. 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, უფროსი მასწავლებლები 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებლები – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებლები  კი, 1745 ლარს მიიღებენ.

განათლების მინისტრის თქმით, პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, ხელფასი საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ. 

მიმდინარე წლის შემოდგომაზე სისტემას 33 000 პედაგოგი ეყოლება, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს. 

''პედაგოგების გარდა, ხელფასების ზრდა ეხებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციისა და რესურსცენტრების თანამშრომლებსაც, ტექნიკურ მუშაკებს. საშუალოდ, გაიზრდება 20 პროცენტით ამ შემოდგომიდან და ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება, შეეხება ყველა პერსონალს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში