გოლების წვიმა ევროპაში

25 აგვისტო 2019, 10:32 1927 ნახვა

გუშინ, 24 აგვისტოს, ევროპის ტოპ ჩემპიონატების საინტერესო და გამორჩეული მატჩები ჩატარდა.

ტოპ 5 ჩემპიონატის გუშინდელ 23 მატჩში, 68 გოლი გავიდა. 

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში ლონდონის ,,ჩელსი’’ სტუმრად ,,ნორვიჩს’’ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 2:3 გაიმარჯვა. მე-3 წუთზე ტედი აბრაჰამმა ‘’ჩელსი’’ დააწინაურა. 3 წუთში ანგარიშის აღმოფხვრა ტოდ კენტელმა შეძლო.მე-17 წუთზე ლოდონელთა კიდევ ერთმა ახალწვეულმა მეისონ მაუნტმა გამოიჩინა თავი , თუმცა 30-ე წუთზე ,,ნორვიჩმა’’ ტემპუ პიკის გოლით ისე გაათანაბრა. გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე ტედი აბრაჰამმა გაიტანა და შეხვედრაში დუბლის შესრულება შეძლო. ფრეკ ლამპარდისთვის ,,ჩელის’’ მწვრთნელის პოსტზე ეს პირველი გამარჯვებაა.

მოულოდნელად წააგო ,,ოლდ ტრაფორდზე ‘’ ოლე გუნარ სულშერის ,,მანჩესტერმა’’ . ,,წითელმა’’ ეშმაკება’’  სახლში 1:2 ,,კრისტალ პალასთან’’ ვერ მოიგეს. 32-ე წუთზე აევმა კრისტალი დააწინაურა. 70-ე წუთზე მარკუშ რაშფორდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, ინგლისელმა თერთმეტრმეტრიანი ვერ გამოიყენა.89-ე წუთზე დევიდჯეიმსნა ანგარიში გაათანაბრა , თუმცა 4 წუთში ვან ალჰოტმა ,,კრისტალ პალასს’’ გამარჯვება მოუტანა.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება ლივერპულში შედგა. ‘’ლივერპულმა’’   ლონდონის ‘’არსენალი’’ 3:1 დაამარცხა. ანგარიშ პირველი ტაიმის მიწურულს ჟოელ მატიპმა გახსნა და ,,მერსესაიდელები’’ დააწინურა. მეორე ტაიმში ‘’ლივერპული’’ კიდევ უფრო გააქტიურდა და მუჰამედ სალაჰმა დუბლი შეასრულა. პრესტიჟის გოლი კი ტორეირას ანგარიშზეა.  კლოპის შეგირდები სამიდან სამი გამარჯვებით პირველ ადგილზე იმყოფებიან.

სტარტი აიღო იტალიის ,,სერია ა’’ მ . გასნით შეხევდრაში ჩემპიონი ტურინის ‘’იუვენტუსი’’ სტუმრად ‘’პარმას’’ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე ჯორჯო კიელინიმ გაიტანა.

 გუშინ აპენინებზე კიდე ერთი თამაში გაიმართა. ფლორენციაში ნამდვილი საგიჟეთი იყო . ,,ფიორენტინასა’’ და ,,ნაპოლის’’ შეხვედრაში 7 გოლი გავიდა. დრამატულ შეხვედრაში ნეაპოლიტანელებმა 3:4 გაიმარჯვეს.  ,,იების’’ მხრიდან გოლები ერიკ პულგარმა , ნიკოლე მილენკოვიჩმა და კევინ პრინც ბოატენგმა გაიტანეს. ხოლო ,,ნაპოლს’’ გამარჯვებაში დრის მერტენსის , ხოსე კალეხონის გოლები და ლორენცო ინსინიეს დუბლი დაეხმარა.

 

ესპანეთის ,, ლა ლიგაში’’ მულოდნელად თავისი მატჩის მოგება ვერ მოახერხა მადრიდის ‘’რეალმა’’. ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა სახლში ,  ,,სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ,,ვალიადოლიდთან’’ ფრედ 1:1 ითამაშა. 82-ე წუთზე ანგარიში კარიმ ბენზემამ გახსნა , თუმცა 6 წუთში სერხიო გუარდიოლამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გერმანიის ,,ბუნდესლიგაში’’ პირველი მატჩი მოიგო მიუნხენის ,,ბაიერნმა’’ . რეკორდმაისტერმა გასვლაზე გეზელკინხენში ,,შალკე’’ 0-3 დაამარცხეს.  შეხვედრის მე-20 , 50-ე და 75 -ე წუთზებზე ჰეთ თრიკის შესრულება რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში