ქართველ ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირში მონაწილეობისთვის ერთი გამარჯვება სჭირდება

23 აგვისტო 2019, 12:48 472 ნახვა

ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში, მარიამ ბოლქვაძემ ქალთა შორის მსოფლიოს 163-ე ჩოგანი, სამხრეთკორეელი ნა-ლაი ჰანი დაამარცხა.

მატჩის მოსაგებად 21 წლის ქართველ ჩოგბურთელს 2 საათი და 6 წუთი დასჭირდა. პირველი სეტი ჰანის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მარიამმა თამაშის თავის სასარგებლოდ შემობრუნება შეძლო და გადამწყვეტ, მესამე პარტიაში მოწინააღმდეგეს 7-5 სძლია.

მომდევნო შეხვედრას მარიამი ჩინეთის წარმომადგენელ, შილინ სიუისთან გამართავს.

გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი, სეზონის რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში