რას ედავებიან ტვ პირველის დამფუძნებლის მამას?

22 აგვისტო 2019, 18:05 316 ნახვა

ბრძოლა თავისუფალი ტელევიზიის წინააღმდეგ და ხელისუფლების მცდელობა ჩაახშოს ქვეყანაში განსხვავებული აზრი. ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში პროკურატურის მიერ ტვ-პირველის დამფუძნებლის მამის მიმართ ბრალდების წაყენებას.

აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა მამუკა ხაზარაძის მიერ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე გაკეთებულ განცხადებას.

ვატო წერეთელი მომხდარს მხოლოდ ტვ-პირველის კრიტიკულ პოზიციას უკავშირებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ქართულ ოცნებაში მსგავსად ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმისა, აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნული გამორიცხულია და ტელევიზიით მანიპულირება მათთვის მიუღებელია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში