''ნუ იმეტებთ ქალაქს, არ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება'' - რივიერას გრგ-ს დამტკიცება

22 აგვისტო 2019, 12:07 2022 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც რივიერას გრგ-ს საკითხს კენჭი უნდა უყარონ ხმაურია. სხდომათა დარბაზში დაცვის პოლიციაც შევიდა. მოქალაქეთა ნაწილი ითხოვს საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირონ. 

"ვინც ამ დადგენილებას მოაწერთ ხელს, ძალიან მალე სასამართლოში მოგიწევთ სიარული და იმ ხალხთან ერთად დასვენება, რომლებიც ახლა ქუთაისში ისვენებენ, ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს ვგულისხმობ" - მიმართა დეპუტატებს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

"შეგრცხვებათ, ისევე როგორც შერცხვა ასლან აბაშიძის შემდეგ ბევრ ჩინოვნიკს,  ბათუმში ხომ უნდა იცხოვროთ, არ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება''...

"გაჭაღარავდი ამ ქალაქში ელგუჯა ანდრიაძე, შენ მაინც რა გჭირს, აღარა ხარ შენ ის ელგუჯა, დარდმა გაგაჭაღარავა?''

''​მოღალატეები ხართ და პასუხს აგებთ სულ ყველა''...

''აბა დამენახეთ ის ბათუმლები რომლები ხართ, რომლებიც ამ დადგენილებას მოაწერთ ხელს. პროფკავშირული სხდომა დამთავრებულია''...

''ნუ იმეტებთ ქალაქს''... ''პარტიული მონები'' - მსგავსი რეპლიკები დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა. 

 

მოგვიანებით დარბაზიდან პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე გაიყვანა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი