ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადები დადგინდა

22 აგვისტო 2019, 10:46 1235 ნახვა

გამოცდების ექსტერნად ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაცია 26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე უნდა გაიარონ.

ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით ჩაბარების მსურველებისთვის  გამოცდები 4 სექტემბერს დაიწყება და 13 სექტემბრამდე  გაგრძელდება.

გამოცდების ექსტერნად ჩატარების  შესახებ ბრძანებას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ხელი გუშინ მოაწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში