სარფში მალულად დიდი ოდენობით მედიკამენტები შემოიტანეს

20 აგვისტო 2019, 10:40 1280 ნახვა

სარფში,  საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი  შემოიტანეს, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

ფაქტზე ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით  ითვალისწინებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში