''საბურთალო'' ევროპა ლიგას დაემშვიდობა

14 აგვისტო 2019, 23:27 665 ნახვა

თბილისის ,,საბურთალო’’ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის ,,საბურთალომ’’ საკუთარ მოედანზე  ერევნის ‘’არარატ არმენიას'' დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა.

დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მეათე წუთზე კობიაკომ გახსნა და პირველი ტაიმი სომხური კლუბის სასარგებლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში გიორგი რეხვიაშვილმა საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

67-ე წუთზე ავეტესიანმა ზუსტად შეასრულა დარტყმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილი დრო თბილისელების შეტევეით წარიმართა , თუმცა საქართველოს ჩემპიონმა ანგარიშის სხვაობა ვერ შეამცირა. 

პირველ შეხვედრაში ,,საუბრთალომ’’ ერევანში 2:1 გაიმარჯვა , თუმცა  ორი მატჩის ჯამში 3-2 ერევნის ,,არარატ არმენია’’ ევროპა ლიგის ფლეიოფში გადავიდა , სადაც ‘’დენდელაჟს’’ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში