საქმეს არც დაზარალებული ჰყავს და არც მომჩივანი, რაც დიდ ეჭვებს აჩენს-ვატო წერეთელი

08 აგვისტო 2019, 17:49 1685 ნახვა

„ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას“,- განაცხადა ტვ პირველის დამფუძნებელმა  თბილისის საქალაქო სასამართლოში  დაკითხვის დასრულების შემდეგ.

ვატო წერეთლის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტელევიზიაზე იყო შემოტევები ადრეც, ახლაც მიიჩნევს, რომ საქმე, რომლის თაობაზეც ის გამოკითხვაზე დაიბარეს, სწორედ ტელევიზიას უკავშირდება.

„ერთი კითხვის დასმა ვცადე. მაინტერესებდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი ჰყავს. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს აჩენს ძალიან დიდ ეჭვს, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ბევრმა ადამიანმა იცის, რომ იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას. კითხვები ეხებოდა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებს, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცოდი“, - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი