 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესსი ჯეი უკვე ბათუმშია, ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ღამის 1 საათზე ჩამოფრინდა. პოპულარული მომღერალი და სიმღერების ავტორი კონცერტს დღეს ბლექსი არენაზე 8 საათზე გამართავს.
სასცენო სახელით ცნობილ ჯესი ჯეის მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. მომღერალი   მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Hwo are you გაიცნო  და მან brit  awards-ის ჯილდოც მიიღო.  
წელს ჯესსი ჯეი განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება ბრიტანელი მომღერალი დღეს „ბლექ სი არენაზე “მსმენელის წინაშეც.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            