თუშეთში სამაშველო ოპერაცია განახლდა

30 ივლისი 2019, 10:41 201 ნახვა

თუშეთში ამ დრომდე 18 წლის ლევან შაბალაიძეს ვერ პოულობენ. ღამის განმავლობაში სამაშველო ეკიპაჟები და პოლიცია მდინარე სტორში მონიტორინგს ახორციელებდნენ.მაშველებმა სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი ამოიტანეს, თუმცა სამწუხაროდ, ახალგაზრდა ვერ იპოვეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა  სამი დღის წინ მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში