ევროპელი რეჟისორები სტუდენტებთან ერთად ხულოში დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ

28 ივლისი 2019, 20:52 1444 ნახვა

კინორეჟოსორები ევროპი სხვადასხვა  ქვეყნიდან ბათუმელ  სტუდენტებთან ერთად ხულოში 4 დოკუმენტურ ფილმს მოამზადებენ. გადაღებები იწარმოებს სრულიად  განსხვავებულ გარემოსა და  ადგილებში.  ხელოვანები ადგილობრივ კულტურას დაა ტრადიციებს გაეცნობიან, დაესწრებიან  „შუამთობის“ დღესასწაულს, რაც შემდგომ  მათ    ნამუშევრებში აისახება.

ქართველი და  უცხოელი რეჟისორებით რამდენიმე  ჯგუფი დაკომპლექტდება. საბოლოოდ ხულოზე შექმნილ  ფილმებს  ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უჩვენებენ. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების,  კულტურისა და სპორტის სამინისტრო.  პრეზენტაცია ხულოს დრამატულ თეატრში შედგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში