საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია დასრულდა

26 აგვისტო 2016, 00:00 2777 ნახვა

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. კომისიას 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა. ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა, კვარაცხელია - სოციალისტური , თოფაძე მრეწველები - ჩვენი სამშობლო, ჩვენები - სახალხო პარტია - ეს ის ბლოკებია, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს. უსკოს შესაბამისი სამსახური კომისიის თავმჯდომარეს დასკვნას ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით ხვალ წარუდგენს. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკს გაატარებს. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში