„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ წუთებში გამარჯვების კოალიციის ფარგლებში ბათუმში ქართული ოცნების კანონპროექტის საზოგადოებრივი განხილვა მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის წევრები საზოგადოების წარმომადგენლებს უხსნიან, თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია აქცია-მსვლელობა.