საქართველოს ისტორიის პუტინისეული გაკვეთილები 

14 ივლისი 2019, 20:00 1864 ნახვა

ვლადიმერ პუტინი ქართულ საზოგადოებას რუსული ოკუპაციისა და რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, გამოთქმული პროტესტის გამო, გაყალბებული ისტორიით პასუხობს. რუსეთის პრეზიდენტი, ჯერ ეკონომიკური სანქციებით დაგვემუქრა, რომელიც, როგორც თვითონ ახსნა " საქართველოს მოსახლეობის პატივისცემით" ნაწილობრივ დატოვა ძალაში, მოგვიანებით კი, საქართველოს მისეული დამახინჯებული ისტორია წარმოგვიდგინა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისოდ აღიარებული ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი  აფხაზეთის ოკუპაციასა და ოსეთში გენოციდის მოწყობას პირიქით ჩვენ გვედავება. ისტორიის პუტინისეული ვერსიები, გახმოვანებისთანავე აიტაცეს, რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა და გამოცემებმა. მოსკოვში დაწერილ ისტორიას,  ქართული საზოგადოების სამართლიანი და კატეგორიული შეფასებები და ანალიზი მოჰყვა, თუმცა არა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. 

ისინი, ამ შემთხვევაში, ყველაზე მოკრძალებულები აღმოჩნდნენ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი, შეკითხვაზე პასუხს, საერთოდ გაექცა. მოკლედ, ქართული ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, პუტინმა ისტორიის ოკუპაციაც დაიწყო, თან ისე, რომ არავინ იცის, რა გაგრძელება ექნება ამ პროცესს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში