„საბურთალოს’’ წარმატებული დასაწყისი ჩემპიონთა ლიგაზე

10 ივლისი 2019, 23:08 536 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის ,,საბურთალომ’’  წარმატებულად დაიწყო. ყველასთვის მოულოდნელად თბილისურმა კლუბმა გასვლაზე ტირასპოლის ,,შერიფი’’ დიდი ანგარიშით 0-3 დაამარცხა.შეხვედრის 30-ე წუთზე ნიკა მალის გადაცემის შემდეგ ოგნიერ როლოვიჩმა ,,საბურთალო’’ დააწინაურა.მეორე ტაიმში ქართველების უპირატესობა კიდევ უფრო გაზიარდა და 67 -ე წუთზე გიორგი კოხრეიძის შორეული დარტყმის შემდეგ ანგარიში ორამდე გაიზარდა. 71-ე წუთზე კი მესამე გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ლევან კაკუბავამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფქსირა.

განმეორებითი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 16 ივლისს თბილისში გაიმართება.

თბილისის ,,საბურთალოს’’ პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში მეორე ეტაპზე ხორვატული ზაგრების ,,დინამო’’ დამარცხება მოუწევს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი