უმრავლესობამ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა

05 ივლისი 2019, 14:00 184 ნახვა

უმრავლესობამ, 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  დადგენილების პროექტი  შეიმუშავა და დაარეგისტრირა .  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის   თქმით, „ეს განაპირობა არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების აუცილებლობამ, ვინაიდან როგორც ამბობს, სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის და დაპირისპირების მუხტის საზოგადოებაში გავრცელების ნიშნები.  

დადგენილებაში ნათქვამია, რომ  კონსტიტუციური წესის დაცვა და პატივისცემა ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, რომ ხელისუფლების მიერ აზრის, მისი მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი; ასევე  აღნიშნულია, რომ ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებლად, უხეშად ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე, პოლიტიკის მორალურ პრინციპებს; და რომ  პარლამენტში   შეჭრის მცდელობის საპასუხოდ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური; გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ ოპოზიციას 20 ივნისის ღამეს  ხელისუფლების დამხობის გეგმა  ჰქონდა შემუშავებული და ამის შემდეგ რევოლუციური სცენარით მოქმედება რეგიონებშიც  განვითარდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში