ქობულეთში 64 მედალოსანია

29 ივნისი 2019, 12:10 1247 ნახვა

ქობულეთში 850 მოსწავლიდან 64  მა სკოლა უმაღლესი ქულებით დაასრულა. 46 საჯარო და 4 კერძო სკოლის მოსწავლეები, დღეს სიგელებით დააჯილდოვეს. 

მერიის ინიციატივით,  ყველა მოსწავლეს საჩუქრად შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი გადაეცა. მომავალი აბიტურიენტები  ქობულეთის ცენტრალურ პარკში საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.  წარმატებული მოსწავლეების წასახალისებლად, მერიაში  მოქმედებს პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 000 ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში