ზაქარია ქუცნაშვილი მანდატს ტოვებს

21 ივნისი 2019, 15:48 2612 ნახვა

ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც "მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო დეპუტატის მანდატს ტოვებს. 

''როგორც ადამიანი და როგორც კაცი, არ ვიქნები მართალი, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე მანდატს ტოვებს, ღონისძიების ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა არ ავიღო.  თანამდებობა არ მაქვს, რომ გადავდგე, მაქვს მხოლოდ მანდატი და მას ვტოვებ'' - თქვა დეპუტატმა. 

დეპუტატმა დამატებით განმარტებებიც გააკეთა და თქვა, რომ რუსი დელეგატების სტუმრობით, საქართველო ამტკიცებდა მის ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ.

   "თქვენ იცით, რომ ყველა საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მიზანი, ეროვნული ინტერესების დაცვაა. ამიტომ მგონია, რომ გუშინ 12 საათამდე, როცა დატოვა რუსმა დელეგაციამ საქართველოს პარლამენტის შენობა, მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით.  

მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე, რადგან მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია რუსულმა დელეგაციამ. ვისაც არ ეკუთვნოდა არ შემოუშვეს, ვისაც ეკუთვნოდა ოკუპაციის რეჟიმის დარღვევის ნაწილში, ისინი არ შემოვუშვით. 

მე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსი ვალდებული ვართ პასუხისმგებლობით ვიცხოვროთ. ჩემთვის არაფრად ღირს მანდატი, თუნდაც მოსახლეობის გაღიზიანების სანაცვლოდ. ვაცნობიერებ ამ გაღიზიანებას, მე მოვუხადე მოქალაქეებს ბოდიში. ამასთან, ვფიქრობ, არ იქნება კაცური საქციელი პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს, ხოლო მასპინძელი ზაქარია ქუცნაშვილი დარჩეს. მე ვაცხადებ, რომ მზად ვარ დავტოვო ჩემი დამოუკიდებელი მანდატი. ამასთან, მოხევე ამომრჩეველს ბოდიში მოვუხადო, რადგან არ შემითანხმებია მათთან ეს გადაწყვეტილება. მადლობა მათ" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. 

ზაქარია ქუცნაშვილი ესწრებოდა სხდომას, რომლის დროსაც რუსმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, თუმცა მას ამაზე პროტესტი არ გასჩენია. უფრო მეტიც, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ რუსი დეპუტატის დანახვამ არ უნდა დაგვრთგუნოს და შეგვაშინოს.

ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში