ლევან ვასაძე ამბობს, რომ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს ქამრებით დააკავებენ

16 ივნისი 2019, 21:59 1887 ნახვა

ამ წუთებში „ვერის ბაღში“ ლევან ვასაძის მიერ დაანონსებული აქცია მიმდინარეობს.  ბიზნესმენმა თქვა, რომ ლგბტ თემის არანაირ აქტივობას არ დაუშვებენ და ნებისმიერ კორდონს გაარღვევენ. ლევან ვასაძის განცხადებით, შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის აცილებაა.

ლევან ვასაძე ამბობს, რომ  „თბილისი პრაიდის“ აქციებს სპეციალური ქამრების მეშვეობით დააკავებენ.. მისი მტკიცებით,  "თბილისის პრაიდის" წევრებსა  და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნის — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

იქვე აღნიშნა, რომ ისინი არ გამოიყენებენ ძალადობას და თუ მსგავს ფაქტს ექნება ადგილი, ისინი პროვოკატორები იქნებიან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში