ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამო" 1:0 –ით დაამარცხა

16 ივნისი 2019, 12:26 597 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "ლოკომოტივმა" ბათუმის "დინამო" 1:0 –ით დაამარცხა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. ტაიმის ბოლოს სტუმრები გააქტიურდნენ.  

გამოსვლაზე მეკარე ბულისკერიას არადამაჯერებლად თამაშის შემდეგ ადამაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო მორიგი იერიშისას გაგოშიძემ ახლო მანძილიდან თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შესვენების შემდეგ უპირატესობას "რკინიგზელები“ დაეუფლნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი