რა შეიცვალა აბიტურიენტის გრანტის მიღების წესსში?

12 ივნისი 2019, 13:55 869 ნახვა

2019 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სტუდენტებს სიახლეები დახვდებათ. ცვლილება შეეხო გრანტის მიღების წესს.  თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშვნა, ხოლო ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა ან რომელიმეზე არ გამოცხადდა, ის მაინც შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას. მანამდე, ეს საშუალება სტუდენტს არ ჰქონდა. 

საგამოცდო ეროვნული ცენტრი წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით ჩაატარებს გამოცდებს, რაც ტესტის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. თუმცა, ჯერ კიდევ სავალდებულო რჩება, სწორი პასუხების ფურცელზე დაწერა და ცენტრში დატოვება.

შინაარსობრივი ცვლილებებია 4 საგნის - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და უცხო ენების საგამოცდო ტესტებში. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 1 ივლისს დაიწყება, ბოლო გამოცდა კი ფიზიკაში 23 ივლისს ჩატარდება. 

10 ივლისიდან კი, გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან,  სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება.

17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება. 

ჯამში, 2019 წელს, საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა ცენტრში იქნება კონდიცირების სისტემა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იქნება. 

2019 წელ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; 
• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;
• მასწავლებლის კომპეტენციას 31 000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში