"მოვითხოვთ ელემენტარულს - წყალს და მიწას" - აჭარიდან გასახლებული ეკომიგრანტების აქცია

11 ივნისი 2019, 15:53 1894 ნახვა

წალკაში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები, საქართველოს  პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელს ხვდებიან.

ისინი, ითხოვენ დროებით გადაცემული მიწები და საცხოვრებელი ფართების დაკანონებას.

ეკომიგრანტებს, 7 წლის წინ, დამეწყრილი სახლების სანაცვლოდ, წალკაში მისცეს მიწა და საცხოვრებელი ფართი, თუმცა ქონება მათ საკუთრებაში  დღემდე არ დარეგისტირებულა.

რას გეგმავს ხელისუფლება ეკომიგრანტებთან მიმართებაში? არსებობს თუ არა მათი დახმარების გეგმა - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხების მიღებას ეკომიგრანტები შეხვედრიდან ელოდებიან.

სწორედ, წალკაში ჩასახლებულთა პრობლემებზე იყო საუბარი იმ წერილში, რომელიც ეკომიგრანტებმა მთავრობის კანცელარიაში  შეხვედრამდე დატოვეს.

მანამდე კი საქართველოს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მათი მოთხოვნები გაახმოვანეს.

„შეგვისრულეთ დანაპირები სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტებს“, „მოვითხოვთ ცხოვრების ელემენტარულ პირობებს,  წყალს და მიწას. მოთხოვნა არის მხოლოდ და მხოლოდ ეკომიგრანტებისათვის სახლების შეძენა და დარეგისტრირება. წალკაში არსებული   უამრავი მიწის რესურსებიდან ეკომიგრანტების დაკმაყოფილება.  ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაიწყო მოსახლოების უკუმიგრაცია,იცლება სოფლები“ - ამბობს ეკომიგრანტი ელგუჯა შავაძე.

იმ შემთხვევაში თუ აქციები შედეგს არ გამოიღებს და  ეკომიგრანტები პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებას და აჭარაში დაბრუნებას გეგმავენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში