სამედიცინო პერსონალისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება - საკანონმდებლო პაკეტს განხილვა

10 ივნისი 2019, 12:13 1073 ნახვა

ექიმებისთვის პროფესიულ   საქმიანობის  დროს  ხელის შეშლა შესაძლოა დასჯადი გახდეს. საკანონმდებლო  პაკეტს   ჯანდაცვის კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტის თანახმად,  ექიმის  პატივისა და ღირსების შელახვა დაუშვებელი ხდება. 

ასეთი შინაარსის ნორმა რამდენიმე კანონში იწერება. მედიკოსების  პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით,  განმეორების შემთხვევაში კი ფინანსური სანქცია ორმაგდება. 

პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საგრძნობლად მოიმატა მედიკოსებსა  და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ექიმი კი როგორც ამბობენ,  შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში