"თქვენ გააცოცხლეთ ლადო კახიძე და შემოიყვანეთ თავის დროზე პოლიტიკურ სარბიელზე" - გამარჯვებული კანდიდატის მადლობა ჟურნალისტებს

09 ივნისი 2019, 23:55 2459 ნახვა

შუალედურ არჩევნებში, პარლამენტრში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახიძემ გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად იზეიმა.  პარტია "ქართული ოცნების" წარდგენილმა კანიდიდატმა მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს და მათ შორის იმ ამომრჩეველს, ვინ მას არ დაუჭირა მხარი. 

„კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა იმ ხალხს,ვინც მხარი დამიჭირა, ვინც გაითავისა და გაიაზრა ის წინადადებები, რომლებიც მე მათ შევთავაზე უფრო სწორად კი, რომლითაც მათ დამმოძღვრეს. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანებს, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა. ეს არის ის ოჯახი, რომლის ჭირის და ლხინის გასაყოფად ვარ დღეს და ვიქნები, სანამ ვიარსებებ.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, რომლებსაც ჩემთვის ხმა არ მიუცია, მაგრამ რომელთაც გულის სიღრმეში აქვთ გარკვეული ნდობა ჩემს მიმართ. დიდი მადლობა განსაკუთრებით თქვენ ჟურნალისტებს. მე თქვენ ექიმებს გეძახით. თქვენ ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოტანა შეგიძლიათ მიუკერძოებლად. თქვენ გააცოცხლეთ თავის დროზე ლადო კახაძე და შემოიყვანეთ თავის დროზე პოლიტიკურ სარბიელზე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში