პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დეპუტატი დაემატება

09 ივნისი 2019, 22:00 967 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მთაწმინდის უბანში რიგგარეშე არჩევნების წინასწარი მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ''ქართული ოცნებისა'' და გაერთიანებული ოპოზიციის'' შტაბებში  განცხადებები უკვე გაკეთდა. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ლადო კახაძემ მთაწმინდაზე, არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 

შალვა შავგულიძემ კი თქვა, რომ ზუსტი ციფრები არ აქვს, მაგრამ დამარცხდა. ასევე აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ბინძური მეთოდები გამოიყენეს. 

''ქართული ოცნების'' ვერსიით, ლადო კახაძემ ხმების  62.5%, ხოლო შალვა შავგულიძემ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 37.5% მიიღო.  

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოქალაქეებმა არჩევანი “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის გააკეთეს.

პირველ ტურში ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმების 41% (6 036 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83% (5 422 ხმა).

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში