ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი

09 ივლისი 2021, 18:19 1915 ნახვა

გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი- მათგან ერთ-ერთი სავარაუდოდ ცესკოს ახალი თავმჯდომარე გახდება. ორივეს საქმიანობა ცესკოს უკავშირდება. გიორგი კალანდარიშვილი  საარჩევნო ადმინისტრაციის იურისტი იყო, ხოლო სანტურიანი უწყების  იურიდიული დეპარტამენტის უფროსია დღემდე. გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე. კომისიის მიერ წარდგენილი თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან პრეზიდენტი ან ორივეს წარუდგენს პარლამენტს, ან უარს იტყვის წარდგენაზე. რაც შეეხება წევრებს, წარდგენილი 5 კანდიდატიდან პრეზიდენტს შეუძლია მაქსიმუმ 4 წარუდგინოს პარლამენტს. შერჩეულ კანდიდატებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა არ აქვთ. მიაჩნიათ, რომ ისინი  იმ არჩევნებთან ასოცირდებიან, რომელმაც დიდი უნდობლობა გამოიწვია.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში