სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის 20 შემთხვევა - ISFED - ის მონიტორინგი

23 სექტემბერი 2021, 15:33 1820 ნახვა

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 2 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20 შემთხვევა  მოხვდა სამართლიანი არჩევნების  წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ  ანგარიშში.  ასევე, ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, იძულების - 4, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 3, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 5,   საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების - 5 ფაქტი. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებიც. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ  „წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში