ვინც იმპიჩმენტი წამოიწყო, იმან დაუჭირა სამთავრობო კანდიდატს მხარი - აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი

03 ივნისი 2019, 20:00 3749 ნახვა

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ბეჟან გობაძე აცხადებს, რომ მას სამთავრობო კანდიდატის არჩევას სთავაზობდნენ.

სატელეფონო საუბარში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით არჩეული მრჩეველი აცხადებს, რომ ის ორი ადამიანი, რომლებმაც ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი წამოიწყეს, ისევ ერთობლივად ცდილობდნენ სამთავრობო კანდიდატის ლობირებას. 

"მცდელობები ხელისუფლებას რა თქმა უნდა ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში ბორდი არ მოექცა არავის გავლენის ქვეშ, ეს ფაქტია რადგან დირექტორი არ აირჩა.  

ვფიქრობ, ვინც ნათია კაპანაძის გადაყენების საკითხი დააყენა, იმ ადამიანებმა, ხელისუფლების კანდიდატს მისცეს ხმა. ვინც დააყენეს იმპიჩმენტის საკითხი, ისინი ლობირებდნენ ამ ახალ კანდიდატს და ერთად იყვნენ. პირადად მეც, ჩემი საქმეში გაყვანა უნდოდათ," - განაცხადა ბეჟან გობაძემ სატელეფონო საუბარში.

აჭარის მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან, ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი ორმა წევრმა - გიგა ჩხარტიშვილმა [კვოტა "ქართული ოცნება"] და ირაკლი დარცმელიძემ [კვოტა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] მიიღეს. 

რაც შეეხება ხმებს, ორი კანდიდატის მხარდაჭერა 5 წევრიანი ბორდიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტს, დირექტორიბის კანდიდატს - მერაბ წულუკიძეს ჰქონდა. 

თითო-თითო ხმები მიიღეს - ნათია ზოიძემ, ირმა ზოიძემ და ბაჩო გურაბანიძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში