გამოკითხვიდან გამოსული ყოფილი ლექტორის პირველი კომენტარი /ვიდეო/

30 მაისი 2019, 14:16 8832 ნახვა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ყოფილი ლექტორი და დეპუტატი ამბობს, რომ ის ბინძური პროვოკაციის მსხვერპლია. 

''ეს პროვოკაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზადდებოდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არსებობს რა თქმა უნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ იკვეთება დანაშაულებრივი. დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება. დაველოდოთ შედეგებს.  არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც მიზანმიმართულად სურდათ მოეხდინათ ჩემი ოჯახის, ახლობლების, მეგობრების, წრის დისკრედიტაცია. სურდათ ჩამოვეშორებინე საუნივერსიტეტო და პოლიტიკურ საქმიანობას. მე ამას ვგრძნობდი კიდევაც. საგამოძიებო ორგანოები დააზუსტებენ ვისზეა საუბარი,'' - ამბობს ომარ მახარაძე.

კონკრეტულად ვის უნდოდა მისი დისკრედიტაცია არ ასახელებს.

​''მე პროფესორი კაცი ვარ, არ დავარღვევ არცერთი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას  ჩემი ოპონენტებისგან  განსხვავებით, რომელბმაც ცილისმწამებლური, ძალიან ბინძური, შეურაცმყოფელი სკანდალი ამიგორეს. მერე როცა ყველაფერი გაირკვევა დაგირეკავთ და გაგაგებინებთ დეტალებს'' - უთხრა ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა ლექტორმა, რომელსაც მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

სამართალდამცველები, მმართველი გუნდის წევრისა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატის დაკითხვას გუშინ აპირებდნენ, თუმცა ომარ მახარაძე პოლიციაში არ გამოცხადდა. დღეს კი, ადვოკატების თანხლებით მივიდა. გამოკითხვა დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ომარ მახარაძეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შრომითი ხელშეკრულება, რამდენიმე დღის წინ, სადისციპლინო საბჭოს წევრების რეკომენდაციით შეუწყვიტა. 

დეპუტატის მანდატსა და ბათუმის საკრებულოში ფრაქციის წევრობაზე კი მახარაძემ უარი, დროებით თავად თქვა.

19 წლის სტუდენტმა თქვა, რომ ლექტორი მას ინტიმური შინაარსის წერილებს უგზავნიდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში