მუსლიმანურ ქვეყნებში რამადანის დროს, სოცქსელების მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება

29 მაისი 2019, 13:19 687 ნახვა

რამადანი 2019 წლის 5 მაისს დაიწყო და 3 ივნისს დასრულდება. ამ პერიოდში, სოციალური ქსელის ​ Facebook-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მცხოვრები პირები, სტანდარტულზე ბევრად მეტ დროს ატარებენ  Facebook-სა და  YouTube-ზე. 

საშუალოდ, მატება 5% ფიქსირდება.

ამავდროულად, აქტიურად ფუნქციონირებს Google- ის "Qibla Finder"-ი, რომელიც მუსლიმანებს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ, მსოფლიოს მასშტაბით მექას მიმართულებით მლოცველებს. Facebook და Youtube პორტალის დახმარებით გაიზიარონ, ფოტო და ვიდეო სიახლეები.

რამადანი მუსლიმებისთვის განსაკუთრებული თვეა, ამ პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ადგილობრივი ბიზნესი და რეკლამაც. 

სოციალური ქსელების რეგიონალური ოფისის დირექტორი რამეზ შეხადი ამბობს, რომ სოციალური ქსელის სტატისტიკის მიხედვით, ეგვიპტეში, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროებში რელიგიური შინაარსის ვიდეოების ნახვის სტატისტიკა 27%-ით იზრდება, მაღალია სპორტული და მოგზაურობის შესახებ  ვიდეოების მომხმარებლები მონაცემებიც, რომლებიც საშუალოდ  22%-დან  - 30%-მდე მატულობს.

ანა ახალაძე
მულტიმედიური ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში