ხულოში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა. დაბა ხულოს #1 უბანზე მისულს, დერეფანში მოუწია ლოდინი, ვიდრე პირადობის მოწმობას მიუტანდნენ.
"პიანინოს თავზე" დარჩენილი მოწმობა, მას რამდენიმე წუთში მიუტანეს და ირაკლი ჯორბენაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
"მე ცვლილებებს მივეცი ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს გოჩა მელაძე თანამდებობიდან წავიდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მან “ქართული ოცნებიდან” იყარა კენჭი და 59,58%-ით გაიმარჯვა. ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში არსებული 54 საარჩევნო უბნიდან 7-ია ადაპტირებული, ხოლო 10 მარტივად ადაპტირებული.
მერობისთვის ხულოში 14 კანდიდატი იბრძვის.