მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 20 კანდიდატი იბრძოლებს

19 მაისი 2019, 08:54 1869 ნახვა

მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 20 კანდიდატი იბრძოლებს. 150-ე პარლამენტარს ამომრჩეველი დღეს აირჩევს.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

შესაბამისად პარლამენტში ერთი ვაკანტური პოზიცია გაჩნდა. ცესკოს მონაცემებით, 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მთაწმინდის 27-ე საარჩევნო უბანზე, პირველი ამომრჩეველი 08:00 საათზე მივიდა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში