თამარის დასახლებაში წყალი სამი საათით გაითიშება

09 მაისი 2019, 14:44 2270 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, წყალმომარაგების მილი დაზიანდა, რის გამოც 15:00-დან, 18:00 საათამდე, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ. 

კომპანიის განმარტებით, სპეციალისტები ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს იწყებენ.​
''ბათუმის წყალში'' ამბობენ, რომ ​წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდეს.

''აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომრებზე: (0422) 242222, ან 1152'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში