ბაგრატიონის ქუჩაზე გაზის ცენტრალური მილი დაზიანდა, ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა /პირდაპირი/

08 მაისი 2019, 15:21 4106 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე გაზის ცენტრალური მილი დაზიანდა, ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა. ქუჩა სამართალდამცველებმა უკვე გადაკეტეს და უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური. ''სოკარ ჯორჯია გაზის'' სპეციალისტები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

''კომპანიაში შეტყობინება​ დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოვიდა. მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. აბონენტები შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას სმს-ს შეტყობინებით მიიღებენ. სწრაფად დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. გაზი უკვე ჩაიკეტა თუმცა მილში დარჩენილი აირი იფრქვევა'' - თქვა პირდაპირი ჩართვის დროს სოკარის წარმომადგენელმა ვახო ბერიშვილმა. 

ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია მილის დაზიანება. 

მოქალაქეები ყვებიან, რომ ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა უკავშირდება თუ არა ბუნებრივი აირის მომარაგების ქსელის დაზიანება აღნიშნულ სამუშაოებს უცნობია. 

ჰაერში გაზის მძაფრი სუნია. 

ადგილზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მუშაობენ.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში