5 წლიანი პატიმრობა ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის

08 აპრილი 2019, 00:00 3530 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებულ 3 პირს, ბადრი ქობულაძეს, გიორგი შავლიძესა და რამაზ კომახიძეს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

გიორგი გრატიაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინა ბრალდებულების ასაკი და ქცევა და ამ შემთხვევაში სასჯელის მინიმალური ზომა გამოიყენა.

ბრალდებულების ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის საქმეზე ბრალდებულების ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ დაკავებულები დამნაშავეები არი არიან და საპატიმროში ყოფნა უმიზეზოდ უწევთ. 

ბრალდებულების ახლობლები მოსამართლის გადაწყვეტილებას რეპლიკებითა და შეძახილებით შეხვდნენ.  

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის, გასული წლის 17 ივლისს 11 პირი დააკავეს. მინდია ლავასოღლის კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, კიდევ ოთხი პირის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში