სომხური თეატრის ახალშექმნილი დასი პრემიერისთვის ემზადება

02 აპრილი 2019, 00:00 1859 ნახვა

სომხური თეატრი ახალ სიცოცხლეს იწყებს ბათუმში. წლების შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა  გადაწყვიტა შექმნას სახალხო თეატრის. თვეების განმავლობაში მუშაობენ ოვანეს თუმანიანის პიესაზე. ამ წარმოდგენის შემდეგ  თეატრს უფრო დიდი გეგმებიც აქვს.

თეატრის აღდგენაზე ფიქრი ორი წლის წინ დაიწყეს, იდეის განხორცილებაში კი როგორც ამბობენ დიდი მხარდაჭერა სომხური ეკლესიის წინამძღვარმა აღმოუჩინა. ბათუმის ხელოვნების ცენტრში სპექტაკლი ხვალ, 7 საათზე დაიწყება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში