ბათუმის შემოვლით გზაზე ხიდებსა და გვირაბებს აშენებენ

22 მარტი 2019, 00:00 5204 ნახვა

ბათუმის შემოვლით გზაზე, ამ ეტაპზე წყალგამტარ მილებსა და მიწისქვეშა გასასვლელებს აკეთებენ, პარალელურად ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზები აჭარის საკურორტო ზონაში  მოძრაობას განტვირთავს. ეს კი სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას ხელს შეუწყობს. ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს. 

პროექტის ფარგლებში ორ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა აშენდება, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი მოეწყობა.

ახალი შემოვლითი გზა სოფლებსა და დასახლებებს გაივლის. მათ შორის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2020 წელს დასრულდება. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ახორციელებს. 

სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და საავტომობილო გზების წარმომადგენლები გაეცნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი