ვანესა მეის კონცერტი

07 აგვისტო 2016, 00:00 2662 ნახვა

აჟიტირებული “ბლექსი არენა” და სასიამოვნო მოულოდნელობები  ვარსკვლავისგან. სწორედ ასეთი  იყო გუშინ შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში გამართული ვანესა მეის  კონცერტი. ქართული პუბლიკით მოხიბლულმა ცნობილმა მევიოლინემ დაგეგმილი შოუ-პროგრამა შეცვალა და მსმენელის თხოვნით კიდევ რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. კიდევ ერთი მოულოდნელობა  მევიოლინეს  ხალხთან ჩასვლა იყო. ვანესა მეი  სცენიდან ჩამოვიდა და ცნობილი კომპოზიციები მაყირებლის სიახლოვეს  შეასრულა. ვანესა მეის  გუშინ  შოუს დადგმაში კაპელა, ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი ეხმარებოდა. წარმოდგენას დამატებითი ეფექტი შეჰმატა სცენის განათებებმაც. ვარსკვლავმა ბლექსი არენაზე მისულ 10 ათას გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და საკონცერტი სივრცე უკომენტაროდ დატოვა.  

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში