ხარვეზები ქონებრივ დეკლარაციებში

07 თებერვალი 2019, 00:00 1524 ნახვა

დეკლარაციების არასრულად შევსების შესახებ გამოაქვეყნა დღეს ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ.” საუბარია აჭარის მთავრობის თანამდებობის პირებზე, ასევე უმაღლესი საბჭოს წევრებზე.

ორგანიზაციამ  თანამდებობის პირთა დეკლარაციების არასრულად შევსების 5 ფაქტი და კუთვნილი წილების სხვა პირებზე მინდობით გადაუცემლობის 3 შემთხვევა გამოავლინა. მათ შორის მოხვდა უმაღლესი საბჭოს 4 წევრი, ერთი ყოფილი წევრი, ეკონომიკის მინისტრის ორი მოადგილე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონმდებლობის მოთხოვნის შესახებ და აღნიშნავს, რომ სწორედ დეკლარაციების შემოწმებაა კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმი. შეგახსენებთ, კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების როგორც ქონების, ასევე, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. ასევე, ვალდებულია საწარმოში საკუთარი წილი სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვა პირს გადასცეს. 

ამავე კატეგორიაში