სასამართლოს პლენუმი შეიკრიბა

03 აგვისტო 2016, 00:00 3312 ნახვა

კვორუმის არარსებობის გამო, გუშინ გადადებული სხდომის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს შეიკრიბა, თუმცა მოსამართლები ამჯერად სხვა სარჩელს განიხილავენ. პროცესს ცხრავე მოსამართლე ესწრება. ოთარ სიჭინავას განცხადებით, ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, ჩაატარებენ სხდომებს, თუმცა იმ საქმეების გამოკლებით, რომელზეც პოზიცია მოსამართლეთა ნაწილმა უკვე დააფიქსირა. როდის ჩატარდება ე.წ. კაბელებისა და უგულავას გაერთიანებული საქმის განხილვა _ მათი განცხადებით, საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში