მტირალას, კინტრიშის, მაჭახელასა და სხვა ეროვნული ნაკრძალების განვითარებისთვის 9 მილიონი დაიხარჯება 

14 დეკემბერი 2018, 00:00 4185 ნახვა

საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 9 785 000 დოლარი დაიხარჯება. გრანტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა. 

დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ინვენტარის შეძენა. თანხა გათვალისწინებულია აჭარაში მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკებისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის.  

საქართველოს მასშტაბით, კი  პროექტის განხორციელება სულ 12 დაცულ ტერიტორიაზე იგეგმება. ესენია: ​ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის განვითარებას, რაც გააუმჯობესებს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 

საგრანტო ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ხელი დღეს მოაწერეს. 

ამავე კატეგორიაში