საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაფასეს აჭარაში

30 ნოემბერი 2018, 00:00 1189 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური შეაფასეს და შეაჯამეს დღეს აჭარაში მმართველი გუნდის წევრებმა. სხდომის დაწყებამდე  გააკეთა განცხადება მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მოსახლეობის გზავნილი თანაბარი პირობები და მეტი კომუნიკაციაა, ასე რომ ახლა დაპირებების შესრულების დროა. არჩევნების შედეგს გამოეხმაურნენ ასევე, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები. შედეგები შეაფასა „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელმა. გაერთიანებული ოპოზიცია კი, როგორც იცით, შედეგს არ აღიარებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში