სანტიაგო ბერნაბეუ კოპა ლიბერტადორესის ფინალს უმასპინძლებს

30 ნოემბერი 2018, 00:00 924 ნახვა

სანტიაგო ბერნაბეუ კოპა ლიბერტადორესის ფინალს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს ორი არგენტინული გრანდი - "რივერ პლეიტი" და "ბოკა ხუნიორსი" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება - ინფორმაციას მადრიდის ''რეალის'' ვებ-გვერდი ავრცელებს.

24 ნოემბერს ბუენოს აირესში, განმეორებითი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მატჩი გულშემატკივრების მიერ სტუმართა ავტობუსზე თავდასხმის გამო გადაიდო.

კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის გაერთიანება) ამბობს, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ეს იქნება გადამწყვეტი შეხვედრა. 

პირველი შეხვედრა ''ბოკას ხუნიორსის'' სტადიონზე ფრედ 2-2 დასრულდა. 
 

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი