მუშაობა დასვენების დღის გარეშე

09 ნოემბერი 2018, 00:00 1933 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ხელვაჩაურშიც. მოქალაქეები, რომლებიც მახინჯაური-ხელვაჩაურის შემოვლითი გზის მშენებელ კომპანიაში დარაჯად მუშაობენ არანორმირებულ გრაფიკსა და  ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე საუბრობენ.  

აპროტესტებენ ბევრ მიმართულებას, მათ შორის რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას. ამბობენ, რომ დამსაქმებელი დასაქმებულებს უსამართლოდ მოექცა.

რამდენიმე დარაჯის გადაღლა გადაჭარბებულმა მუშაობამ გამოიწვია. ამას ემატება პირობები - არ ჰქონდათ ჭერი, სითბო და საკმარისი საკვები. კომპანია  ​''ფოლათ იოლი“ ბრალდებებს უარყოფს და მოქალაქეებს სასამართლოსკენ ამისამართებს.

სასამართლოში მათ უფლებებს სავარაუდოდ პროფესიული კავშირების გაერთიანება დაიცავს, რომელმაც დღეს ხელშეკრულებების ასლები გამოითხოვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში