შუახევში ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი კანდიდატი ლიდერობს

29 ოქტომბერი 2018, 00:00 2129 ნახვა

შუახევში, ოლქში შესული 42 უბნის შედეგებით ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 45% -ით ლიდერობს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს კი 34% აქვს მიღებული. ''ევროპული საქართველოს'' პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი მხარდაჭერა ამომრჩევლების 14%-მა გამოუცხადა. 

ამ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვეგ-გვერდზე შუახევის მხოლოდ 5 უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული. აღნიშნული მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობდა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატზე 25 ხმით ნაკლები აქვს ''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატს. სამ უბანზე, კი ''ევროპული საქართველოს'' კანდიდატს დავით ბაქრაძეს ''გაერთიანებული ოპოზიციის'' კანდიდატზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული. 

შუახევის მუნიციპალიტეტში 49 უბანი იყო გახსნილი. რეგისტრირებულია 14 ათას 741 ამომრჩეველი. 

ამავე კატეგორიაში